გამოსაყენებლად მზა ინსექტიციდი, მაღალ ხარისხიანი ფხვნილი, ყველა მცოცავი მწერებისთვის, როგორიცაა ხოჭოები (ტარაკნები), ჭიანჭველები, რწყილები, ტკიპები და სხვა.
პროდუქტი ეფექტურია ფოროვან და არაფოროვან ზედაპირებზე. სწრაფი მომაკვდინებელი ეფექტით და გახანგრძლივებული კვალური მოქმედებით.
NEODUST-ის ფორმულირება შეიცავს დენატონიუმის ბენზოატს, როგორც მომწარო კომპონენტს, რაც მინიმუმამდე ამცირებს გადაყლაპვის რისკს ბავშვებში. პროდუქტი ეფექტურად გამოიყენება შემდეგ სექტორებში: სამოქალაქო და სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები, სახლები, საწყობები, სასტუმროები, ყაზარმები, ტურისტული ზონები. სასტუმროები, რესტორნები. საავადმყოფოები სატრანსპორტო საშუალებები და ა. შ.
დოზირება და გამოყენება
გარემო მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად მოაყარეთ ფხვნილის თხელი ფენა პირდაპირ ბოთლიდან , ან სპეციალური ხელსაწყოთი ბზარებში და ნაპრალებში, ასევე მთელ პერიმეტრზე. პროდუქტის გამოყენება, ნებადართულია დახურულ ადგილებში მაგალითად: საწყობები, ღრიჭოები, ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკან.
ხოჭოების, რწყილების, ჭიანჭველების, ტკიპების წინააღმდეგ 1 მ2 ზედაპირის დასამუშავებლად გამოიყენეთ 10 - 12 გ. პროდუქტი. ეფექტურობა აქვს სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში.
NEODUST არ გამოიყენება ცხოველების დასამუშავებლად, ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ გარემოს დასამუშავებლად, სადაც ცხოვრობენ.
100 გ. პროდუქტი შეიცავს:
პერმეტრინი 0,5 გ
პიპერონილ ბუტოქსიდი 0,05 გ
დენატონიუმის ბენზოატი 0.001 %