ემულსირებული ინსექტიციდის კონცენტრატი ციპერმეტრინის შემცველობით. არის მფრინავი და მცოცავი მწერების საწინააღმდეგო,
ფორმულირდება ბიო-დეგრადირებადი გამხსნელებით, დეკომპოზიციისას არ ახასიათებს სახიფათო გვერდითი მოვლენები.
გარე და შიდა დამუშავების საშუალება განკუთვნილია სამოქალაქო და შიდა მოხმარებისთვის როგორიცაა: ბინები, სასტუმროები, საწყობები, კერძო სახლები, ცხოველთა სადგომები, საავადმყოფოები, საზოგადოებრივი ტუალეტები, მუნიციპალური შენობები, სკოლები, სამრეწველო შენობები, ცხოველთა სადგომები, ეკლესიები, დარბაზები, საზოგადოებრივი ცენტრები, კინოთეატრები, საზღვაო ხომალდები, მატარებლები და ზოგადად სატრანსპორტო საშუალებები.
გამოირჩევა სწრაფი მომაკვდინებელი ეფექტით და ზედაპირის ტიპის მიხედვით, რომელზეც ხსნარი გამოიყენება, ნარჩენი კვალური მოქმედება აქვს 4 კვირამდე: ბუზების, კრაზანების, კოღოების, რწყილების, ტარაკნების და სხვა მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
კვების ზონაში დამუშავებისას საკვები უნდა ინახებოდეს განცალკევებით ან შეფუთულ მდგომარეობაში.
აცადეთ დამუშავებულ ზედაპირებს სრულად გაშრობა, ადამიანების ან ცხოველების ობიექტზე დაბრუნებამდე, ხოლო დახურული სივრცის შემთხვევაში ბოლოს კარგად გაანიავეთ.
ხელის წნევიანი სასხური აპარატით დამუშავებისას სირთულის მიხედვით გამოიყენეთ შემდეგი განზავებით.
0.5 % - 3 % ( 5 - 30 მლ. 1 ლ. წყ.)
1 ლიტრი ხსნარი გადაანაწილეთ 10 – 20 მ2 ფართის დასამუსავებლად.
ხოლო U L V აპარატით დამუშავებისას
3 – 5 % ( 30 - 50 მლ. – 1 ლ.წყ.)
შემადგენლობა: სუფთა ციპერმეტრინი 10 %