თვითცლადი აეროზოლური ინსექტიციდი. პროდუქტი უსაფრთხოა და არ ტოვებს ლაქებს ზედაპირზე. იგი დაფუძნებულია პირეთუმის ექსტრატზე, პერმეტრინზე და პიპერონილის ბუტოქსიდზე. აქვს სწრაფი მომაკვდინებელი ეფექტი და გახანგრძლივებული კვალური მოქმედება. გამოიყენება მფრინავი და მცოცავი მწერების წინააღმდეგ: ბუზი, კოღო, ტარაკანა, ჭიანჭველა, ტკიპა, და ა .შ. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სამოქალაქო ასევე საზოგადოებრივ ადგილებში. (სასტუმროები, ბინები, სკოლები, ბაღები, სარდაფები, სავადმყოფოები, კვების ობიექტები და ა.შ.)
NEWSPRAY MASTER ONE SHOT - ი გამოიყენება დახურულ სივრცეში. ინსექტიციდის მოქმედების პერიოდში ოთახში არ შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, ფრინველი ...
თვითცლად ბალონზე სპეციალურად მინიშნებულ ადგილზე თითის დაჭერით გაჭედეთ და გააქტიურეთ სარქველი, აირი დაიწყებს გამოფრქვევას, ბალონი დატოვეთ ოთახში და გამოდით ( 150 მლ. მოცულობის თვითცლადი ბალონი საკმარისია 100 მ3 - მდე ანუ 20 - 30 მ2 სტანდარტული ჭერის სიმაღლით ოთახის დასამუშავებლად) ოთახების კვადრატულობის მიხედვით შესაბამისად ბალონების რაოდენობა გაზარდეთ.
ოთახი დატოვეთ დახურული მინიმუმი ერთი საათი ან მეტი.
ბოლოს კარგად გაანიავეთ.
შემადგენლობა: ( CHRYSANTHEMUM CINERARIAEFOLIUM
extract from open and mature flowers of Tanacetum cinerariifolium obtained with supercritical carbondioxide
პირეტრუმის ექსტრატი 0.10 % პერმეტრინი 0.22 % პიპერონილის ბუტოქსიდი სუფთა 0.80 %